About Me

 

ნინო ჩხეიძე

 

ნინო ჩხეიძე  (დ. 6 ივნისი , 1981, თბილისი) — ქართველი მომღერალი, სიმღერების ავტორი, ქუდების დიზაინერი.

 

ოჯახი, ცხოვრების ადრეული წლები

ნინო ჩხეიძე დაიბადა ქ.თბილისში 1981 წლის 6 ივნისს.

მშობლები

მამა : გია ჩხეიძე – ეკონომისტი

დედა : ქეთინო ქოჩიაშვილი – მათემატიკოსი

ძმა : დიმიტრი ჩხეიძე – ეკონომისტი

მეუღლე : გიორგი კორახაშვილი

შვილი : მარიამ კორახაშვილი

ადრეული შემოქმედებითი ცხოვრება

ბავშვობიდან დადიოდა პიონერთა სასახლეში , დამთავრებული აქვს  მე-5 მუსიკალური სასწავლებელი.

1999 წ. -2002 წ.  სწავლობდა  ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტელე-ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაში იგივე განხრით.

კარიერა და დისკოგრაფია  

2005 წელს ნინომ დაიწყო ქალაქური სიმღერების ჩაწერა.სადაც ჩაწერა ძველი ქალაქური სიმღერა “ჩემი გმირი გიწოდე”,ამ ჟანრის სიმღერამ ნინოს შესრულებით რადიო მსმენელებში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.რამაც გადააწყვეტინა კიდევ ერთი ქალაქური სიმღერის ჩაწერა მარეხ გოძიაშვილის “წაღვერიდა თბილისი”, რომელმაც იმ დროისთვის ყველანაირი რეიტინგი მოხსნა.
2006 წელი – გამოვიდა პირველი ალბომი  სადაც შესული იყო 12 ყველასათვისკარგად ნაცნობი ძველი ქალაქური სიმღერები.

2007 წელი – გამოვიდა მეორე ალბომი „უშენოდ“ , სწორედ სიმღერა „უშენოდ“ – ზე გადაიღო ნინომ ვიდეო რგოლი , რომლის რეჟისორები იყვნენ : ბესო სოლომონაშვილი და ზვიად ალხანაიძე.

2008 წელ  –  გამოვიდა კიდევ ორი ალბომი ვიცი გიყვარვარ  და  საახალწლოდ ამავე წელს ნინომ თავის მსმენელს გაუკეთა საჩუქარი და გამოუშვა კიდევ ერთი ალბომი  საუკეთესო სიმღერების კრებული”.

2008 წელ  – ნინომ გადაიღო კიდევ ორი ვიდეო რგოლი სიმღერებზე სანთელივით დავდნები და ვიცი გიყვარვარ  რამაზ ჩაჩანიძის რეჟისორობით.

2008 წლის 17 დეკემბერს გახსნა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია  ნიო სტუდიო.

2009 წელი  – გამოვიდა კიდევ ორი ალბომი :  ალბომი  “5 და ასევე : კარაოკე .

2010 წელი  – გამოვიდა ალბომი  „ გამახარე „

2010 წელს ნინო რადიო „აფხაზეთის ხმის“ მუსიკალური ხელმძღვანელი გახდა. FM 98.9

2011 წელი – გამოვიდა ალბომი „ მიყვარხარ ცამდე“

2011 წელს – ნინომ დაარსა  ქართულ ენოვანი  რადიო დარდიმანდი”  FM 97.1

2011 წელსვე ნინომ გადაიღო კიდევ ერთი ახალი ვიდეო რგოლი , დუეტი ნინო ჩხეიძე და კაბუ  „მიყვარხარ ცამდე „ – რეჟისორი ზურა მენთეშაშვილი.

2012 წელ – ნინო ტელეკომპანია “იმედმა” მიიწვია პირველ მეგა-პროექტ ახალ ხმაში” ერთ-ერთ მწვრთნელად.

2013 წელი  – გამოვიდა ალბომი  „ ნინო ჩხეიძე“

2014-2017 წ –  ნინოს საავტორო მუსიკალური  TV პროექტი  – „ საქართველოს ფანოღი„ პირველი ქართული მუსიკალური კონკურსი . (იდეიის და პროექტის ავტორი ნინო ჩხეიძე )

2015 ლი – გამოვიდა კიდევ ერთი ახალი ალბომი „ ნინო ჩხეიძე mp3 „- სადაც შესულია მისი საუკეთესო სიმღერები.

2015 წელი – გამოვიდა ალბომი „ ნინო ჩხეიძე დუეტები „ – სადაც შესულია დუეტები.

2016 წელი – გამოვიდა ახალი ალბომი ყველაფერი ხდება 

2016 წელს  შექმნა ბრენდი რომელსაც დაარქვა – NIO  და აწარმოებს დღემდე ბრენდირებულ ქუდებს.

2017 წელი  –  გამოვიდა  ალბომი   „ ნინო ჩხეიძე „

2018 წელს მიიღო მონაწილებოა პროექტ ცეკვავენ ვარსკვლავებში”

2018 წელს  შექმნა მუსიკალური ბენდი  –  “NIO ბენდი”